როგორ შევქმნათ ეფექტური კონტენტ სტრატეგია ?

როგორ შევქმნათ ეფექტური კონტენტი ინსტაგრამზე ?

გჭირდება მომსახურება ?

დაგვიკავშირდი თუ გსურს გამოავლინო შენი ბიზნესის სრული პოტენციალი.

თუ გსურს შენი ბიზნესისთვის ძლიერი ჩართულობა, საკუთარი აუდიტორიის შექმნა, ბრენდის ცნობადობის ზრდა ან უფრო მეტი გაყიდვების გენერაცია, მაშინ აუცილებელია  გქონდეს შენი ინდუსტრიის პროფესიონალური სტრატეგია სოციალურ არხებში.

Სწორი სტრატეგიის გარეშე შესაძლებელია წარმატების მიღწევა გარკვეული პერიოდით. Თუმცა, სამომავლო პერსპექტივაში მის გარეშე კრახი გარდაუვალია. Ჩვენი რჩევები კი დაგეხმარება სოციალურ ქსელებში საკუთარი ცნობადობის გაზრდასა და ბიზნესის განვითარებაში.

  1. Განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია

Ზუსტი Სამიზნე აუდიტორიის შერჩევა სოციალურ ქსელებში რეკლამირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. Აუცილებელია, რომ თქვენმა პოსტმა მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, რომლებიც პოტენციური კლიენტები არიან. Სხვა შემთხვევაში ის არაეფექტური და ზედმეტად ხარჯიანი იქნება.

Მაგალითად, თუ ხართ ავტომანქანების ბიზნესში, უმჯობესია თქვენი რეკლამა მიეწოდოს 20-დან 45 წლამდე მამაკაცებს, რომლებსაც გამოწერილი აქვთ ავტომანქანების თემატიკასთან დაკავშირებული გვერდები. Ამის დახმარებით გაცილებით შემცირდება ისეთი მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც საერთოდ არ არიან ავტომანქანების ან მისი ნაწილების შეძენით, რაც თავიდან აგვარიდებს ხარჯებს.

  • Ჩამოაყალიბეთ მიზანი

Ინსტაგრამ გვერდზე გაშვებულ რეკლამას არაერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს.

  • Ბრენდის ცნობადობის გაზრდა და თქვენი ბრენდის წარდგენა მომხმარებლებისთვის ინტერნეტსივრცეში.
  • Თქვენი პროდუქტისადმი ინტერესის გაზრდა. Დაანახეთ პოტენციურ მომხმარებელს პრობლემა და აჩვენეთ მისი გადაჭრის გზა თქვენი ბიზნესის დახმარებით.
  • Ტრეფიკის ზრდა თქვენს ვებ-საიტზე, რაც მნიშვნელოვან როლს მოახდენს როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო გაყიდვების კუთხითაც.
  • Გამომწერების რაოდენობის გაზრდა, რაც მომავალში რეკლამირების ხარჯს შეამცირებს.

Ერთი კონკრეტული რეკლამის დროს ამოირჩიეთ ერთი კონკრეტული მიზანი და ეცადეთ, არ გადაუხვიოთ მას. Ასეთ შემთხვევაში თქვენი პოსტები გაცილებით უფრო ეფექტური და წარმატებული იქნება.

  • Გამოიკვლეთ თქვენი კონტენტის ეფექტურობა

Ყოველი ახალი კონტენტის გამოქვეყნების შემდეგ აქტიურად აწარმოეთ მისი სტატისტიკა. Რამდენმა ადამიანმა ნახა ის, როგორ გაიზარდა ჩართულობა, რამდენად აისახა ის თქვენს გაყიდვებზე. Ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადვილი გასაგები გახდება, რამდენად წარმატებულია თქვენი კონტენტი.

Არ გაამართლა პირველმა მცდელობამ? Ეცადეთ იპოვოთ რაშია პრობლემა და აღმოფხვრათ. Რამდენიმე მცდელობის შემდგომ კი თქვენ აუცილებლად მიაგნებთ ოპტიმალურ ვარიანტს.

  • Ჩაატარეთ კონკურენტების კვლევა

Თუ ბიზნესს ახლა იწყებთ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Აწარმოეთ მუდმივი დაკვირვება კონკურენტებზე.

  • Რამდენად ხშირად აქვეყნებენ პოსტებს
  • Რა ტიპის კონტენტს აქვეყნებენ
  • Რითი გამოირჩევიან სხვა მსგავსი ტიპის კომპანიებისგან
  • Რა სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ჩართულობის გასაზრდელად

Ამ ყველაფერზე დაკვირვება კარგ წარმოდგენას შეგვიქმნის არსებულ ბაზარზე. Გააანალიზეთ კონკურენტების შეცდომები და აიღეთ მაგალითი მათი წარმატებიდან. Თუმცა, არასდროს გადმოაკოპიროთ, რადგან უნიკალურობის გარეშე დიდი აუდიტორიის პოვნა რთული იქნება.

  • Შექმენით კალენდარი

Ყოველთვის გქონდეთ დაგეგმილი თუ რა სახის პოსტის გაშვებას გეგმავთ ამა თუ იმ პერიოდში. Ხშირად, გვერდების ჩართულობას აფერხებს არასწორი კალენდარი. Არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები ზედმეტი ან პირიქით, მცირე სიხშირით აქვეყნებენ ერთი და იგივე სახის პოსტებს.

Ცვალეთ კონტენტის შინაარსი პერიოდულობით. Გამოაქვეყნეთ როგორც ფოტოები, ასევე ვიდეოები გარკვეული, წინასწარ დაგეგმილი სიხშირით და ეს ყველაფერი გვერდის ჩართულობას ერთი-ორად აამაღლებს.

  • Გამოიყენეთ მცირე ხრიკები ჩართულობის გასაზრდელად

Ინსტაგრამის, როგორც სხვა ყველა სოციალური ქსელის ალგორითმი, ადამიანის ქცევის მიხედვით მუშაობს. Როდესაც მომხმარებელი ხშირად წერს კომენტარებს, იწონებს პოსტებს და სხვა, მას უფრო მეტი სიხშირით ხვდება თქვენი შეთავაზებული კონტენტი.

  • Ჩაატარეთ გამოკითხვები
  • Უპასუხეთ კომენტარებსა და შეტყობინებებს
  • Გააკეთეთ გათამაშებები

Ასეთ დროს ჩართულობა თქვენი პოსტების მიმართ მკვეთრად გაიზრდება. Გახსოვდეთ, რომ მომხმარებლის Ნებისმიერი ერთი მოქმედებაც თქვენს კონტენტზე, ზრდის თქვენი გვერდის მოქმედებას. Შესაბამისად, ეცადეთ “მარტივი მოქმედებები” შეასრულებინოთ პოტენციურ კლიენტს და ამყოფოთ თქვენთან მუდმივ კავშირში.

  • Თვალი ადევნეთ ინსტაგრამის ანალიტიკას

Როგორ უნდა გამოვიკვლიოთ კონტენტის ეფექტურობა? Ან შევქმნათ იდეალური კალენდარი? Ამ ყველაფერში ინსტაგრამის ანალიტიკა დაგვეხმარება.

Მისი საშუალებით მარტივია გააანალიზო რამდენად გაამართლა თქვენმა განთავსებულმა კონტენტმა. Თვალი ადევნეთ სტატისტიკას ყოველდღიურად და ნახეთ, რომელმა პოსტმა გაამართლა და რომელმა არა. Მიიღეთ გადაწყვეტილებები ანალიტიკის დახმარებით და ის თავიდან აგარიდებთ მომავალში იგივე შეცდომებს.

Გახსოვდეთ, სწორი კონტენტის შექმნა ბიზნესის წარმატების გარანტია. Გამოიყენეთ ჩვენი რჩევები, იყავით დეტალებზე ორიენტირებული და აჯობეთ კონკურენტებს ეფექტური მუშაობით.

ბლოგის გაზიარება

Facebook
LinkedIn
Telegram
Email
WhatsApp
Facebook Instagram YouTube linkedin
მოძებნე შენთვის საინტერესო ინფორმაცია