როგორ ეხმარება ბიზნესს ბლოგი ?

როგორ ეხმარება ბიზნესს ბლოგი ?

გჭირდება მომსახურება ?

დაგვიკავშირდი თუ გსურს გამოავლინო შენი ბიზნესის სრული პოტენციალი.

ინტერნეტი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას ყოველდღიურად მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიხმარს და შესაბამისად, წარმატებული ბიზნესებიც მაქსიმალურად ცდილობენ მკაფიოდ გამოაჩინონ საკუთარი სახელი ინტერნეტსივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ბლოგი.

სწორად შედგენილი ბლოგი საშუალებას იძლევა მარტივად გახვიდე დიდ აუდიტორიაზე და გაზარდო შენი ბიზნესის ცნობადობა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ მთავარ ფაქტორებზე, რის გამოც ბლოგი მნიშვნელოვანია წარმატებული ბიზნესისთვის.

  1. ზრდის საიტის ტრეფიკს

როგორც უკვე ვახსენეთ, ბლოგების დახმარებით შესაძლებელია შენი ბიზნესის ცნობადობის გაზრდა და გამართული ვებ-საიტი ამის ერთ-ერთი საწინდარია.

ადამიანი, რომელსაც გარკვეული სახის პრობლემა აქვს, გადაჭრის გზას ხშირად სწორედ ინტერნეტის საშუალებით ახერხებს. იგი ეძებს ამა თუ იმ პლატფორმაზე პასუხს საკუთარ კითხვაზე და შესაბამისად, სწორად დაწერილი ბლოგი, რომელიც ერგება SEO-ს ნორმებს, დაეხმარება “მაძებარ“  ხალხს თქვენი კომპანიის პოვნაში.

  • გრძელვადიან  პერსპექტივაში ძალიან მომგებიანია

ბლოგების გამოქვეყნებამ, შესაძლოა, ბიზნესს პირველივე დღიდან არ მოუტანოს პოპულარობა, თუმცა, სამომავლო პერსპექტივისთვის ეს არის იდეალური საშუალება.

თუ კომპანია სისტემატიურად აქვეყნებს საინტერესო ბლოგებს, მას უჩნდება მუდმივი მომხმარებელი. ისინი უკვე თავად მოითხოვენ გარკვეულ თემებზე სტატიების დაწერას და თქვენი აზრი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. შესაბამისად, გაუჩნდებათ როგორც ნდობა, ასევე სურვილიც, რომ თქვენი მომზადებული ბლოგები გაუზიარონ მეგობრებს. ნდობის გათვალისწინებით კი მომხმარებელი თქვენს პროდუქტს აირჩევს უპირატესად და თქვენგან მიიღებს სასურველ მომსახურებას. არაერთმა წარმატებულმა ბიზნესმა სწორედ ასეთი, მუდმივი მკითხველების დახმარებით შეძლო საკუთარი სახელის გატანა დიდ მასშტაბებზე.

  • გეხმარება სოციალური მედიისთვის საინტერესო პოსტების შექმნაში

დღეს-დღეისობით რომ სოციალური მედია უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანებზე, ამაზე არავინ დაობს. სწორედ ამიტომ, აქტიური და წარმატებული ფეისბუქ, ინსტაგრამ თუ სხვა პლატფორმის გვერდები აუცილებელია ბიზნესის ფუნქციონირებისთვის და რა არის საჭირო შენი გვერდის პოპულარობისთვის? რა თქმა უნდა აუდიტორიაზე გათვლილი, სწორად შერჩეული პოსტები.

ბიზნესების უმრავლესობას სურს რომ სრულად და ამომწურავად მიაწოდოს სხვადასხვა ინფორმაცია მომხმარებელს, მაგრამ სოციალური ქსელების სპეციფიკიდან გამომდინარე ვრცელი პოსტების გამოქვეყნება არც ისე ეფექტურია. ბლოგის დახმარებით კი ამ მოცემულობის შეცვლა არის შესაძლებელი.

დაწერე ვრცელი ბლოგი ნებისმიერ თემაზე, ამოარჩიე განსაკუთრებული ყველაზე საინტერესო მონაკვეთები თქვენი სტატიიდან და აქციე ის მოკლე, მიმზიდველ პოსტად. ბოლოს კი დაამატეთ თქვენი ბლოგის ლინკი პოსტში და მიიღეთ მომხმარებლების გაზრდილი რაოდენობა მარტივად.

  • Ბლოგები მნიშვნელოვანია SEO ოპტიმიზაციისთვის

Როგორც უკვე ვახსენეთ, ბლოგების დახმარებით შესაძლებელია საიტის ტრეფიკის გაზრდა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი SEO-ს შესაბამისი მასალის მომზადებაა.

Როდესაც შენი სტატია შეესაბამება არა მხოლოდ პოტენციურ მომხმარებლებს, არამედ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც დაინტერესებულები არიან უკვე ცნობადი და სახელგანთქმული ბრენდებით, მისი პოვნა Google-სა თუ სხვა საძიებო სისტემებში კიდევ უფრო მარტივი ხდება. Ბლოგები კი მსგავსი ტიპის სტატიების მოსამზადებლად იდეალური საშუალებაა.

  • Სასურველი პროდუქტის ეფექტურად რეკლამირების გზა

კვლევები ცხადყოფს, რომ კომპანიების უმრავლესობას ურჩევნიათ გამოიყენონ დაფარული, ჩაშენებული რეკლამა ვიდრე პირდაპირ შესთავაზონ ამა თუ იმ პროდუქტის ყიდვა მომხმარებელს.

Რთულია დაარწმუნო პოტენციური კლიენტი შენი პროდუქტის შეძენაში. Თუმცა, თუ შენ მას ვრცელი სტატიის სახით აჩვენებ მის მნიშვნელობას, დადებით თვისებებს, კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას და სხვა მსგავს ფაქტორებს, ამ შემთხვევაში უკვე თავად აღძრავ ამ პროდუქტის მიღების სურვილს.

  • Მნიშვნელოვანია ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად

Ბრენდის ცნობადობის ამაღლება ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. Თუ გსურს, რომ შენმა ბიზნესმა წარმატებას მიაღწიოს და დიდ მასშტაბებზე შეძლო გასვლა, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა და ბლოგი ამ ყველაფრისთვის იდეალური საშუალებაა.

Როგორც ვახსენეთ, ასეთი ტიპის სტატიების წერა მუდმივად ზრდის ნდობას მომხმარებელში. Ბლოგები გვეხმარება დავანახოთ პოტენციურ კლიენტებს, რომ ჩვენს საქმეში საუკეთესოები ვართ და კარგად ვერკვევით. Მაგალითად, თუ ჩვენ ვართ გაჯეტების ბიზნესში, ახლად გამოსული მობილურების, ლეპტოპების ან სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტების განხილვით შეგვიძლია დავარწმუნოთ მკითხველები, რომ ამ საქმეში კარგად ვერკვევით და შესაბამისად, ხარისხიან პროდუქტსაც ვთავაზობთ.

  • Ერთ-ერთი საუკეთესო ლეგალური გზა email სიის შესავსებად

Email მარკეტინგი ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგის საშუალებაა. Მისი დახმარებით შესაძლებელია დიდ მასშტაბებზე ხარისხიანი რეკლამის გაშვება. Თუმცა, დაარეგისტრირო მომხმარებელი შენს პლატფორმაზე და მიიღო მისი email მონაცემები, საკმაოდ რთულია. Სწორედ ამ მიზნის გამარტივების იდეალური საშუალებაა ბლოგი.

Თუ მკითხველი თქვენს სტატიას ინფორმაციულად, სასურველად ჩათვლის მაშინ მას გაუჩნდება სურვილი რომ სხვა დროსაც მიიღოს თქვენგან ასეთი “მომსახურება”, რაც საიტის გამოწერისკენ უბიძგებს. Შესაბამისად, email-ის დახმარებით უკვე მარტივად იქნება შესაძლებელი შევთავაზოთ მომხმარებელს სასურველი პროდუქტი.

  • Მცირე ბენეფიტები

Ჩვენ უკვე ვრცლად ვისაუბრეთ ბლოგის მნიშვნელობაზე. Თუმცა, არის კიდევ რამდენიმე მცირე ფაქტორი, რომლის აღნიშვნაც შეიძლება.

Მაგალითად, ბლოგის დახმარებით შეგვიძლია დიდი ინვესტიციის გაკეთებამდე განვსაზღვროთ რისკები. Დაწერეთ ვრცელი სტატია თქვენს სავარაუდო პროდუქტზე და დააკვირდით გამოხმაურებას.

Ასევე, ბლოგების სახით შესაძლებელია კომპანიის სიახლეების გამოქვეყნება. Დაიქირავეთ ახალი, წარმატებული თანამშრომელი? Გააცანით ის აუდიტორიას ბლოგის საშუალებით. Თქვენმა ბიზნესმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია ბაზარზე? Ამცნეთ ამის შესახებ მომხმარებლებს. Აპირებთ რაიმე ღონისძიების ჩატარებას? Მიიქციეთ ყურადღება ბლოგის დახმარებით. Კომპანიის სიახლეების გამოქვეყნება არა მხოლოდ ბრენდის ცნობადობას გაზრდის, არამედ დაანახებს ადამიანებსაც, რომ მხოლოდ თქვენი პროდუქტის გაყიდვაზე არ ხართ ორიენტირებული.

Საბოლოო ჯამში, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ბლოგების გამოქვეყნება ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი უდიდესი გარანტია. Მთავარია, სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევა და მათ სურვილებზე მორგებული სტატიის შექმნა. Და თუ მაინც ყოყმანობთ, დაიწყოთ თუ არა ბლოგების წერა, დაფიქრდით, ჩვენმა სტატიამ ხომ უკვე მოაღწია თქვენამდე…

ბლოგის გაზიარება

Facebook
LinkedIn
Telegram
Email
WhatsApp
Facebook Instagram YouTube linkedin
მოძებნე შენთვის საინტერესო ინფორმაცია