გრაფიკული დიზაინერის მომსახურება

ლუქს ვები გთავაზობთ გრაფიკული დიზაინერის სერვისებს, რომელიც შექმნის პროფესიონალურ ნამუშევრებს შენი ბრენდისთვის. 

საკონტაქტო ინფორმაცია

ჩვენი დიზაინის პროცესი ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • პირველადი კონსულტაცია და პროექტის ბრიფინგი
    კვლევა და იდეების გენერირება
  • კონცეფციის შემუშავება და პრეზენტაცია შესწორებები თქვენი გამოხმაურების საფუძველზე
  • დიზაინის ფაილების დასრულება და მიწოდება

ჩვენ გთავაზობთ გარკვეული რაოდენობის გადასინჯვას, როგორც ჩვენი დიზაინის პროცესის ნაწილი, რათა უზრუნველყოთ, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საბოლოო პროდუქტით.
დამატებით შესწორებებს, მათ შორის მიღმა, შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გადასახადი.

დიახ, პროექტის დასრულების და საბოლოო გადახდის შემდეგ, ჩვენ გთავაზობთ ყველა საჭირო სამუშაო ფაილს, მათ შორის რედაქტირებადი ფორმატებს (როგორიცაა Adobe Illustrator ან Photoshop ფაილები) და დასაბეჭდად მზა ფაილებს.

დიზაინერის სერვისი

ლუქს ვები გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა სერვისს.
ჩვენი დიზაინერების ჯგუფი შეგიქმნის ძლიერ და დახვეწილ ვიზუალურ კონტენტს. მიეცი შენს ბიზნესს პროფესიონალური სახე და გაზარდე ცნობადობა.

ჩვენს სერვისებში შედის:

  • ლოგოს შექმნა
  • UI/UX დიზაინი
  • სარეკლამო ბილბორდების დამზადება
  • ბიზნეს ბარათების დამზადება
  • ფლაერები, ბანერები და ბროშურები
  • პრეზენტაციის შექმნა
  • ილუსტრაციების და ინფოგრაფიკების დამზადება

რა არის გრაფიკული დიზაინი?

გრაფიკული დიზაინი არის ხელსაწყო, რომელიც გეხმარება სწორად დაგეგმო და შექმნა შენი იდეების ვიზუალური კონტენტი. ეს არის კომპანიისა და კლიენტს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გზა, რადგან სწორედ ვიზუალური რეკლამებით იღებს მომხმარებელი პირველ ინფორმაციას შენი ბიზნესის შესახებ.

დიზაინი არის ის მიმართულება, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი პროდუქტის წარმატება, გაყიდვები და იმიჯი.  პროფესიონალური გრაფიკული კონტენტით შეგიძლია სწორად მიაწოდო კლიენტს ინფორმაცია და მიიზიდო მეტი მომხმარებელი.

რატომ გვჭიდება გრაფიკული დიზაინი?

გრაფიკული დიზაინი არის უმნიშვნელოვანესი საფეხური თქვენი ბიზნესის წარმატებისკენ. პოტენციურ მომხმარებელს პირველ შთაბეჭდილება შენი კომპანიის გრაფიკული კონტენტით უჩნდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შესაფერისი ვიზუალური კომუნიკაციის წარმოება თქვენი ბიზნესისთვის. პროფესიონალური ბრენდინგი და ვიზუალური კონტენტი კი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი კომპანიით და პროდუქტით მეტი მომხმარებელი დაინტერესდება.

თანამედროვე ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელია გქონდეს სწორი ვებ-გვერდის დიზაინი, კომპანიის ლოგოს შექმნა, პროფესიონალური UI&UX დიზაინი და სხვა მრავალი გრაფიკული პროდუქტი, რომელიც ხაზს გაუსვამს შენი ბრენდის პროფესიონალიზმს და პოტენციურ კლიენტამდე მიიტანს შენს სათქმელს.

გრაფიკული დიზაინი არის საკომუნიკაციო კონტენტი, რომელიც შენს ბრენდს უნიკალურს ხდის. ისეთი მარტივი დიზაინის ცვლილებებით, როგორიცაა ფონტის ან ფერის შეცვლა, შეიძლება დიდი გავლენა მოახდინო კომუნიკაციაზე და უკეთ მიაწოდო სათქმელი პოტენციურ მომხმარებელს. ჩვენ გთავაზობთ, თქვენი კომპანიისთვის შესაფერის პროფესიულ მომსახურებას, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით.

შექმენი შენი ბრენდის უკეთესი ვიზუალი

ლუქს ვების გრაფიკული დიზაინერების გუნდი იზრუნებს, რომ თქვენს ბრენდს ქონდეს პროფესიონალური და მიმზიდველი დიზაინი.

მოგვმართე, ხარისხიანი სერვისის მისაღებად.
ჩვენ შევუქმნით შენს ბრენდს მიმზიდველ კონტენტს.

შესაბამისი სერვისები

დიზაინერის მომსახურება
პროცესი