რატომ არის აუცილებელი კიბერ-უსაფრთხოება ?
გჭირდება მომსახურება ?
კიბერუსაფრთხოება, ცნობილი როგორც, ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოება კომპიუტერების, სერვერების, მობილური მოწყობილობების, ელექტრონული სისტემების, ქსელებისა და მონაცმების თავდასხმებისგან დაცვის პრაქტიკას გულისხმობს. ბოლო პერიოდში, ელექტრონულ სერვისებზე მარტივმა ხელმისწვდომობამ, მისი აუცილებლობა მეტად გაზარდა. ფიზიკური პირები და კერძო ორგანიზაციები მას მონაცემთა ცენტრების და კომპიუტერიზებულ სისტემებზე არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად იყენებენ.
ძლიერი კიბერ-სტრატეგიით ისეთი თავდასხმებისგან დაცვაა შესაძლებელი, რომლებიც ორგანიზაციის ან მომხმარებლის პირად მონაცემებზე წვდომის, შეცვლის, წაშლის, განადგურების ან გამოძალვის მიზნით ხორციელდება. ის აგრეთვე ხელს უწყობს, ისეთი შეტევების თავიდან აცილებას, რომლებიც მიზნად სისტემის ან მოწყობილობის ოპერაციების გამორთვას ან შეფერხებას ისახავს.
კიბერუსაფრთხოების უპირატესობები
გარდა იმისა, რომ კიბერუსაფრთხოების პრაქტიკის დანერგვით მონაცემთა და ქსელების დაცვა, მომხმარებლის არაავტორიზებული წვდომის პრევენციაა შესაძლებელი, მისი საშულაებით კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესება და ნდობის კოეფიციენტის ამაღლება ხდება.
კიბერუსაფრთხოების ელემენტები და მისი მუშაობის ფორმები
კიბერუსაფრთხოების სფერო შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა განყოფილებად დაიყოს, რომელთა კოორდინაცია ორგანიზაციის შიგნით გადამწყვეტია კიბერუსაფრთხოების პროგრამის წარმატებისთვის. ეს განყოფილებები მოიცავს:
- ქსელის უსაფრთხოებას
- ინფორმაციის ან მონაცემთა უსაფრთხოებას
- ქსელის უსაფრთხოებას
- ოპერატიული უსაფრთხოებას
- ღრუბლოვანი უსაფრთხოებას
- კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასა და ფიზიკურ დაცვას;
კიბერუსაფრთხოების მთავარი გამოწვევები
გარდა ჰაკერებისა, კიბერ-სამყაროსთვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ელემენტს, უსაფრთხოების რისკების სწრაფი ზრდა წარმოადგენს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, თავდასხმის განსახორციელებლად განსხვავებული გზები და მეთოდები ყალიბდება. ხშირი ცვლილებები და თავდასხმებისგან დაცვის პრაქტიკის განახლება სირთულეებთანაა დაკავშირებული.
კიბერუსაფრთხოების კიდევ ერთი დაბრკოლება, კვალიფიციური პერსონალის არარსებობაა. ბიზნესის მიერ შეგროვებული და გამოყენებული მონაცემების ზრდასთან ერთად, იზრდება კიბერუსაფრთხოების პერსონალის საჭიროება ინციდენტების ანალიზის, მართვისა და რეაგირების მიზნით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია, მცირე და დიდმა ორგანიზაციებმა რეგულარულად ჩაატარონ ტრენინგები კიბერუსაფრთხოებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.
კარიერის შესაძლებლობა კიბერუსაფრთხოებაში
კიბერსაფრთხის ლანდშაფტის ზრდა და ახალი საფრთხეების არსებობა – როგორიცაა IoT, (Internet of things) კვალიფიციური კადრების არსებობას საჭიროებს. ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, საშუალება ეძლევათ მათთვის საინტერესო მიმართულებით იმუშაონ, ესენია:
- ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი,(CISO) არის ინდივიდი, რომელიც ორგანიზაციის მასშტაბით უსაფრთხოების პროგრამასა და IT დეპარტამენტის ოპერაციებს ახორციელებს;
- უსაფრთხოების ინჟნრები იცავენ კომპანიის აქტივებს, ხარისხის კონტროლზე აქცენტით IT ინფრასტრუქტურაში;
- უსაფრთხოების არქიტექტორები პასუხისმგებელნი არიან საწარმოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაგეგმვაზე, ანალიზზე, დიზაინზე, ტესტირებაზე, შენარჩუნებასა და მხარდაჭერაზე;
უსაფრთხოების ანალიტიკოსებს აქვთ რამდენიმე პასუხისმგებლობა, რომელიც უსაფრთხოების ზომებისა და კონტროლის დაგეგმვას, ციფრული ფაილების დაცვას და უსაფრთხოების შიდა და გარე აუდიტის ჩატარებას მოიცავს;