ქიფირაითინგუ თუ კონტენტ მარკეტინგი ?

ქოფირაითინგი თუ კონტენტ მარკეტინგი ?

გჭირდება მომსახურება ?

დაგვიკავშირდი თუ გსურს გამოავლინო შენი ბიზნესის სრული პოტენციალი.

ქოფირაითინგი და კონტენტ მარკეტინგი ხშირად გამოიყენება ერთსა და იმავე კონტექსტში, თუმცა მნიშვნელოვაანია გესმოდეთ განსხვავებები მათ შორის, რათა შეძლოთ სწორი პროფესიონალების დაქირავება და მათთვის ზუსტი ინსტრუქციების მიცემა.

იმისთვის, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან გაარჩიოთ, აუცილებელია იცოდეთ, რას წარმოადგენს თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და რომელი რისთვის გამოიყენება.

რა არის ქოფირაითინგი?

 ქოფირაითინგი დამარწმუნებელი მარკეტინგული თუ სარეკლამო მატერიალების შექმნის პროცესია, რომელიც ადამიანებს კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგებს.

იქნება ეს პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენა, ბმულზე გადასვლა, დონაცია თუ სხვა.

ტექსტს, რომელსაც ქოფირაითერი კონკრეტული პროდუქტისთვის წერს „copy”- ქოფი ეწოდება, საიდანაც გამომდინარეობს ტერმინი ქოფირაითინგი (copywriting).

თუ კარგად დაუკვირდებით ქოფირაითინგი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად გხვდებათ.

მეილს ან ტელეფონის ნომერზე მოსულ შეტყობინბებს თუ შეამოწმებთ მიხვდებით, რომ მათი უმეტესობა რაიმე ნივთის ან მომსახურების ყიდვისკენ ან გამოყენებისკენ მოგიწოდებთ. სწორედ ესაა ქოფირაითინგი, გზა პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად.

რამდენ რეკლამას უყურებ და უსმენ ყოველდღიურად ტელევიზორის თუ სხვადასხვა გაჯეტების მეშვეობით?  ეს ვერბალური ქოფირაითინგის მაგალითია.

ვინ არის ქოფირითერი და რას აკეთებს ის?

ქოფირაითერი წერს ნებისმიერ ტექსტს, მათ  შორის იმას, რომელსაც ეხლა კითხულობ.

ის ქმნის :

  • სტატიებს და ბლოგებს;
  • ტექსტებს ვებ გვერდებისთვის;
  • SEO ტექსტებს ვებ გვერდებისთვის;
  • ლენდინგ ტექსტებს;
  • პოსტებს სოციალური ქსელებისთვის;
  • მიმზიდველ ტექსტებს ელ-ფოსტით გასაგზავნად;
  • სცენარებს ვიდეო რგოლებისთვის და ასე შემდეგ.

     ქოფირაითერი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით ;

  • დამკვეთიგან დავალებული ტექსტის წერა , როდესაც გეძლევა ინსტრუქცია, შაბლონი, რომლის მიხედვითაც უნდა დაწერო ქოფი და პირადად არ გიწევს ფიქრი ისეთ დეტალებზე, როგორიცაა მისი დანიშნულება, განთავსების ადგილი ან გაყიდვებში მისი როლი.
  • დამოუკიდებელი ტექსტის წერა, კრეატივი ; საკმაოდ რთულია ისეთი ტექსტის წერა, რომელიც დიდი რაოდენობით ადამიანს მოიზიდავს და მოუწოდებს მათ კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისკენ.

რა არის კონტენტ მარკეტინგი?

     კონტენტ მარკეტინგი – მიზნობრივი აუდიტორიის მიზიდვის მიზნით მოთხოვნადი კონტენტის შექმნისა და გავრცელების მარკეტინგული ტექნოლოგიაა. დღესდღეობით კომპანიების რეკლამირება საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, ამის ცალსახა მაგალითია კონტენტ მარკეტინგი, რაც ნიშნავს მომხმარებელზე მორგებული, რელევანტური კონტენტის შექმნას და გავრცელებას.

რა არის კონტენტ მარკეტინგის მიზნები?

    კონტენტ მარკეტინგს არ აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, არამედ ბევრი და მრავალფეროვანი. მთავარი არის ის, რომ ის ემსახურება მომხმარებლების ინფორმირებას თემის შესახებ ბლოგში, გაზეთში ან თუნდაც ონლაინ მაღაზიაში არსებული ახალ ამბებში.

     კონტენტ მარკეტინგი ზრდის ცნობადობას, ვიზიტორებს და რაც მთავარია, მომხმარებელთა რაოდენობას. ბიზნესისთვის კონტენტ მარკეტინგი მეტად მომგებიანია, რადგან ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით მისი დანახარჯები ხანდახან საგრძნობლად ნაკლებია და ბევრად მეტი შედეგის მოტანა შეუძლია. მარკეტინგის ამ ტექნიკით კომპანიები ცდილობენ, უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ მომხმარებლებს და გახდნენ სანდონი. სწორედ ამიტომ მარკეტოლოგები ცდილობენ, შექმნან არა მარტივი რეკლამები, სადაც უბრალოდ ისაუბრებენ კომპანიებზე, არამედ ისეთი კამპანიები, რომლებიც მომხმარებლებზე და მათ ფასეულობებზე გააკეთებენ აქცენტს.

     წარმატებული კამპანიის უკეთ გასააზრებლად გავიხსენოთ ორი საკმაოდ ცნობილი კამპანია. პირველი, რაც, ალბათ, ყველას ახსოვს იყო – „გაუზიარე კოკა-კოლა“, რომლის ფარგლებში კოკა-კოლის ბოთლის შეფუთვებზე სხვადასხვა სახელი ეწერა. მაგალითად, გაუზიარე კოკა-კოლა გიორგის, ანას, მარის და ასე შემდეგ. ხალხი მასიურად ყიდულობდა კოკა-კოლას, რადგან მათი სახელი ეწერა და იქმნებოდა შტაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული ბოთლი პირადად მათთვის დამზადდა.

     ასევე საკმაოდ პოპულარული გამოდგა და ხალხში სულ სხვა ემოციები გააღვიძა საქართველოს ბანკის და საქართველოს ფოსტის ერთობლივმა კამპანიამ „ითამაშე SECRET SANTA”, რომლის მთავარი მიზანი იყო, მიეცათ ხალხისთვის საშუალება-გაეხარებინათ სულიად უცხო ადამიანები. როდესაც ეს კამპანია მიმდინარეობდა, ყველა სულმოუთქმელად ელოდებოდა ახალ წელს. პირველივე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 60 000 ზე მეტი ადამიანი ჩაერთო ამ კამპანიაში.

     საბოლოო ჯამში, კონტენტ მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრომოუშენის საშუალება, რადგან, დღევანდელ რეალობაში მომხმარებლები ირჩევენ იმ ბრენდის პროდუქციას, რომელიც მათ სურვილებზე და ფასეულობებზეა ორიენტირებული.

რა განსხვავებაა ქოფირაითინგსა და კონტენტ მარკეტინგს შორის?

     განსხვავება ქოფირაითინგსა და კონტენტ მარკეტინგს შორის ის არის, რომ:

  • ქოფირაითინგი არის გზა შერჩეული კონტენტის განვითარებისკენ, ხოლო კონტენტ მარკეტინგი – გზა კონტენტის განლაგებისკენ.
  • ქოფირაითინგი გადმოიცემა მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი ფორმით.  კონტენტ მარკეტინგი მოიცავს სხვადასხვა სახის შინაარსს, მაგალითად, ვიდეოებს, ინფოგრაფიკას და სხვადასხვა სახის გადმოცემის საშუალებებს, რომელშიც წერა შეზღუდულ როლს თამაშობს.
  • ქოფირაითინგი პირდაპირი რეკლამაა, კონტენტ მარკეტინგი – არაპირდაპირი .
  • ქოფირაითინგის მთავარი როლი საუკეთესო რეკლამის გაკეთებაა, ბრენდირებიდან დაწყებული, სლოგანით დამთავრებული. კონტენტ მარკეტინგის შემთხვევაში არ ხდება პირდაპირ რაიმეს გარეკლამება, ის უფრო ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე უბრალო რეკლამა.

     ახლა უკვე გესმით განსხვავება ქოფირაითინგსა და კონტენტ მარკეტინგს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავდებიან და შესაბამისად განსხვავებული მიზნები აქვთ, მათ შორის მაინც მჭიდრო კავშირია. ქოფირაითინგი არის იმ კამპანიის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც კონტენტ მარკეტინგი აკეთებს.

ბლოგის გაზიარება

Facebook
LinkedIn
Telegram
Email
WhatsApp
Facebook Instagram YouTube linkedin
მოძებნე შენთვის საინტერესო ინფორმაცია