სოციალური მედიის დენტენციები

რა არის სოციალური მედიის ტენდენციები 2023 წელს ?

გჭირდება მომსახურება ?

დაგვიკავშირდი თუ გსურს გამოავლინო შენი ბიზნესის სრული პოტენციალი.

2023 წელს სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულ ყურადღებას იძენს მონაცემთა კონფიდენციალურობა და ინფორმაციის უსაფრთხოება. დღესდღეობით, ისე როგორც არასდროს, ძალიან გახშირდა კიბერ თავდასხმები. დაზარალდა უამრავი იურიდიული თუ პერსონალური პირი. სწორედ ამიტომ, ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ეწოდება ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა.

დღეს ადამიანების უმრავლესობა საშუალოდ 7 საათს ატარებს სოციალურ ქსელებში. ასევე აქტუალურია ელექტრონული კომერციის განვითარება. უამრავი მაღაზია უკვე წარმატებულად ვაჭრობს სოციალური ქსელების მეშვეობით, კონკურენცია კი დღითი-დღე იზრდება.

ბოლო პერიოდში ტრენდული გახდა სოციალური მედიის მართვა AI სისტემებზე დაყრდნობით, როგორიც არის: ჭკვიანი ჩათბოტები, კონტენტის წერა, AR ფილტრები და ეფექტები ვიზუალური ინტერაქციის უკეთესად აღქმისა და გაუმჯობესებისთვის. ასევე აქტუალური გახდა პოლიტიკური აქტივობები სოციალური არხების საშუალებებით, ვინაიდან მათი საშუალებით პოლიტიკოსები ახერხებენ მიაწვდინონ ხმა საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს უმოკლეს დროში. აღნიშნული კი შეიძლება გამოყენებული იყოს: საზოგადოების მობილიზაციისთვის, ადამიანების ცნობიერების ამაღლების ან საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის.

ბოლოს, ასევე ტრენდულია მოკლე ვიდეო მიმართვები Tik-tok-სა და Reels-ებზე. სპეციალური კონტენტის საშუალებით, ისინი აინტერესებენ მომხმარებლებს, რითაც ზრდიან არხის გამომწერების რაოდენობას. ამასთან, უბიძგებენ მათ მეტი საინტერესო ვიდეოს ნახვისკენ.

სტატიაში მოცემული ტენდენციები წლების განმავლობაში განაგრძობს ტრანსფორმაციას, ვინაიდან იცვლება დრო და ვითარდება ციფრული ტექნოლოგია.

ბლოგის გაზიარება

Facebook
LinkedIn
Telegram
Email
WhatsApp
Facebook Instagram YouTube linkedin
მოძებნე შენთვის საინტერესო ინფორმაცია